იცხოვრე კომფორტში

კომპანია "ევო ბილდი" სათავეში უდგას, პირველი ევოლუციური, თანამედროვე, ევროპული საცხოვრებელი სახლის მშენებლობას წავკისში. პანოკაზა გახლავთ სრულიად ახალი ტიპის საცხოვრებელი სახლი თბილისთან ახლოს, თავისუფლების მოედნიდან 16 კმ/წთ-ში.
პროექტის მთავარი კონცეფცია წარმოადგენს ისეთ ყოფით პრობლემის გადაჭრას როგორიცაა, ფუნქციონალური კომფორტი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და თბილისთან მარტივი კომუნიკაცია.


პანოკაზას აღწერილობა

შენობა 2 სართულიანია, საერთო ფართობით 567 კვ.მ საიდანაც 172 კვ.მ საცხოვრებელი ფართია, 350 კვ.მ საზაფხულო ტერასები , 36 კვ.მ ღია საცურაო აუზი ხოლო კვ.მ დამხმარე ფართია. შენობის არქიტექტურა მინიმალისტურია . ძირითად სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალას ბეტონის, ხისა და შუშის ჰარმონიული სინთეზი წარმოადგენს. შენობის ხიბლი და არქიტექტურული ჩანაფიქრი არის განპირობებული ამ სინთეზით და მისი მართკუთხა ფორმით, რომელიც ბეტონის ჩარჩოში ჩასმულ ხის ოთხკუთხა ყუთს მოგვაგონებს. შენობის გარე ჩარჩოს გაბარიტული ზომები 24.70 მ - 10 მ -ია, სიმაღლე ნულ ნიშნულს ზევით კი 6.40 მ .

ნაგებობის ეს ფორმა იმითაც არის გამართლებული, რომ ნაკვეთის ადგილმდებარეობა შესანიშნავ ხედს გვთავაზობს თბილისსა და მის შემოგარენზე, კოჯრის ტყესა და სოფელ ტაბახმელაზე ეს პანორამა კი თითქოს ჩარჩოშია მოქცეული აღნიშნული ბეტონის გარსით, რომელიც ხის ყუთს გარს აკრავს. შენობა თავის ტანით, ნაკვეთის უკიდურეს ჩრდილო დასავლეთ ნაწილშია განლაგებული, მის საზღვარზე საკადასტრო საზღვართან, მხოლოდ ნაკვეთში შემავალი საავტომობილო ბილიკია დარჩენილი 4.5 მ სიგანის. ხოლო დანარჩენი მიწის ფართობი კი თბილისზე ხედთან ერთად მის სამხრეთ აღმოსავლეთით იშლება. ამავე მხარეს არის განლაგებული ღია საცურაო აუზი 4X9X1.6 მ გაბარიტებით.

საცხოვრებელ სახლში გათვალისწინებულია 4 საძინებელი, 2 საერთო ოთახი, სამზარეულო, დამხმარე სათავსო 3 სველი წერტილი, სართულების დამაკავშირებელი ერთ მარშიანი კიბე, რომელიც სახლის სახურავზე ადის, სადაც თავის მხრივ გავითვალისწინეთ ექსპლოატირებადი ტერასა . აღნიშნულ ტერასას გათვალისწინებული აქვს მეტალის დასაკეცი მოაჯირები, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაიხსნას თუ აღნიშნულ სართულს კარგი ამინდის დროს აითვისებენ მოსახლენი და დამთვალიერებელნი , სხვა შემთხვევებში მოაჯირები იკეცება და იმალება სახურავის პარაპეტში,რათა შენობის უნიკალური ფორმა შენარჩუნდეს.

 

პროექტი განახორციელა "ევო სტუდიო"-ს არქიტექტორმა გიორგი ბოკუჩავამ.

შთაგონების წყარო: Casa Sulla Morella by Andrea Oliva Architetto

 

მდებარეობა

სახლი მდებარეობის წავკისის ფერდობზე, უკან ესაზღვრება კოჯრის წიწვოვანი ტყე, წინ აქვს პანორამული ხედი თბილისზე.
ადგილმდებარეობა თავისუფლების მოედნიდან დაშორებულია 16 წუთის (16 კმ) ავტომობილით სავალ გზაზე

სახლი მდებარეობს ზღვის დონიდან 1150 მ-ზე. მდებარეობა და კოჯრის სიახლოვე განაპირობებს კლიმატის უნიკალურობას, სახლების ფანჯრებიდან და ტერასებიდან იშლება ხედი თბილისზე და კავკასიონის ულამაზეს პანორამაზე.

ზაფხულის შემხუთველ სიცხეში წავკისის სამთო-კლიმატურ კურორტზე დასვენება უდიდესი სიამოვნებაა არა მხოლოდ თბილისის მცხოვრებთათვის, არამედ საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუმრებისთვისაც.

იდეალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სახლის გამოყენება შესაძლებელია საცხოვრებლად წლის ნებისმიერ დროს ზაფხულსა თუ ზამთარში, რაც მაცხოვრებლისთვის წარმოადგენს ჯამრთელს და სასიამოვნო გარემოს._

_

ჩაბარების პირობები:

 დასრულებული სამშენებლო, სარემონტო, კეთილმოწყობის და კომფორტის სამუშაოები ECONOM PREMIUM LUX
 ფართობი 531 m2 567 m2 567 m2
 ECONOM თეთრი კარკასი
 გამწვანებული, კეთილმოწყობილი და გამართული ეზო
 სარწყავი სისტემა
 დასრულებული ეზოს ღობე
 ელექტრო ჭიშკარი
 ეზოს მიმდებარე ქუჩის ქვით მოპირკეთება
 მოპირკეთებული სახლის ფასადი
 ალუმინის და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები
 მოხვეწილი იატაკი
 იატაკის გათბობა
 გათბობის ქვაბი
 კონდენციონერი
 ელექტრო და სიგნალიზაციის გაყვანილობა
 გაზის გაყვანილობა
 წყალი-კანალიზაციის გაყვანილობა
 შიდა ტიხრები
 საზაფხულო მესამე დონეზე (ტერასაზე) ასასვლელი ელექტრო-გერმეტული კარი
 სახლის ცენტრალური შესასვლელი კარი
 PREMIUM სრული რემონტი  
 კეთილმოწყობილი და ავტომატურად ფილტრირებადი ღია საცურაო აუზი    ✔ 
 სამღებრო და დეკორატიული სამუშაოები  
 MDF-ის და შუშის კარებები  
 შუშის აივნები    ✔   
 მესამე საზაფხულო დონის (ტერასის) მექანიკურად გასნადი და დაკეცვადი მოაჯირი      
 კეთილმოწყიბილი მესამე საზაფხულო დონე (ტერასა)      
 ინტერიერში და ექსტერიერში ჩაშენებული სანათები    ✔   
 კეთილმოწყობილი აბაზანები აქსესუარებით        
 ჩაშენებული სამზარეულო         
 ვინილის იატაკი        
 მაღალი ხარისხის ლამინატის იატაკი        
 მოპირკეთბული პირველი დონის საზახულო ტერასის იატაკი        
 დომოფონი     ✔    
 მეტალის თანამედროვე ბუხარი  
 რეოსტატული სისტემის ჩამრთველები      ✔ 
 ტელესკოპი  
 უსაფრთხოების კამერები  
 რადიატორები    
 LUX კომფორტი    
 ინტერიერზე მორგებული მაღალი ხარისხის ფარდები    
 4 საძნებელი კარადით (ან 1 კაბინეტი მაგიდით და თაროებით)    
 ორივე მისაღები ოთახის რბილი ავეჯი    
 ტელევიზორის კუთხე    
 ჟურნალების მაგიდა    
 ინტერიერის დეკორატიული სანათები    
 მზის ენერგო ეფექტური ეზოს სანათები    
 სახლის კონოთეატრი    
 პლაზმური ტელევიზორები    
 მაცივარი    
 ჭურჭლის სარეცხი მანქანა    
 გაზქურა    
 სამზარეულოს გამწოვი    
 რბილი იატაკები    
 სასადილო მაგიდა      

View Evo in a larger map