არქიტექტურაშენობა-ნაგებობათა დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნება და მეცნიერება. უფრო ვრცელი გაგებით არქიტექტურა ასევე მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს, ანუ მაკრო დონიდან - ურბანული დაგეგმარებაურბანული დიზაინი და პანორამული არქიტექტურა, მიკრო დონემდე - ინტერიერისა და ავეჯის შექმნის ჩათვლით. არქიტექტურული დიზაინი ითვალისწინებს, როგორც მშენებლისთვის ღირებულებასა და საინჟინრო თვალსაზრისით მართებულობას, ასევე მომხმარებლისთვის ფუნქციონალურ და ესთეტიურ მნიშვნელობას.

ორგანული არქიტექტურა - ფილოსოფია, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ადამიანთა საცხოვრებელ გარემოსა და ბუნებას შორის ჰარმონიას დიზაინის კონცეფციებით, რომლებიც იმდენად ინტეგრირებულია ადგილმდებარეობასთან, რომ შენობები, ნაგებობები და გარემო ერთი მთლიანი ურთიერთდაკავშირებული კომპოზიცია ხდება. ამ მიმდინარეობის განთქმული წარმომადგენლები არიან არქიტექტორები გუსტავ სტიკლიანტონიო გაუდიფრენკ ლოიდ რაიტილუის სალივენიბრუს გოფირუდოლფ შტაინერიბრუნო ზევიჰუნდერტვასერიიმრე მაკოვეჩი და სხვ.

არქიტექტურა როგორც ხელოვნების დარგი, შედის სულიერი კულტურის სფეროში. იქმნება რა ადამიანის ხელით, იგი თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების და უშუალოდ ადამიანის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. მხატვრული გამოსახვით გამოხატავს საზოგადოების მსოფლმხედველობას და ესთეტიურად აყალიბებს ადამიანის გარემოს.

 

არქიტექტორული პროექტირება

1. ტერიტორიის გეგმარება

2. ზონირება და სივრცის გეგმარება

3. შენობის მოცულობითი ესკიზი

4. 3D ვიზუალიზაცია

5. მუშა არქიტექტორული პროექტის მომზადება

6. კონსტრუქციული პროექტი

7. ელ. პროექტი

8. გათბობა, გაგრილება და ვენტილაციის სისტემების პროექტი

9. პროექტის შეთანხმება ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან

10. სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის მომზადება

11. მშენებლობის არქიტექტორული ზედამხედველობა
__

სრული მომსახურების ღირებულება: 29₾-დან (1 კვ.მ) + დღგ

საპროექტო და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების კომპლექსური დაკვეთის შემთხვევაში, მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება საპროექტო ნაწილზე


View Evo in a larger map