ლანდშაფტის დიზაინი

 

ლანდშაფტის დიზაინი ეს არის ეზოს, ბაღებისა და სკვერების შექმნის ხელოვნება. ბუნებრივი, სამშენებლო და არქიტექტურული კომპონენტების გაერთიანება ერთიან კომპოზიციაში, სადაც კომფორტული და ესთეტიურად სრულყოფილი გარემოს ფორმირება ხორციელდება ბუნებრივი მასალებით (რელიეფი, წყალი, მწვანე ნარგავები) და არქიტექტურული ნაგებობების დახმარებით.

მის მთავარ მიზანს წარმოადგენს-შექმნას ჰარმონია სილამაზესა და თქვენი სახლის ინფრასტრუქტურის მოხერხებულად გამოყენებაში.

უძველესი დროიდან ბაღები წარმოადგენენ მწვანე ნარგავების მეშვეობით სივრცის ორგანიზების ტრადიციულ ფორმას. დიდი და მოვლილი ბაღები ყოველთვის ითვლებოდა და წარმოადგენდა ფუფუნების და შეძლებულობის საგანს.

ეზოების და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება და დაგეგმარება მოგცემთ საშუალებას დამღლელი და დამქანცველი დღის ბოლოს თავი იგრძნოთ ბუნებრივად კომფორტულ გარემოში.

___

სრული მომსახურების ღირებულება: 1₾-დან (1 კვ.მ) + დღგ 


View Evo in a larger map