მისია და ფასეულობა

 

როდესაც ხარისხი პრიორიტეტია

  • ჩვენ ვქმნით თანამედროვე თანამედროვე და პროგრესულ არქიტექტურას და დიზაინს, მაღალკვალიფიციური თანამშრომლებითა და ეფექტური მენეჯმენტის სისტემით.
  • ჩვენი პრიორიტეტია ყველა კატეგორიის კლიენტთან თანამშრომლობა და მათთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება.
  • ჩვენ უზრუნველვყოფთ კლიენტურის მაქსიმალურ და თანამედროვე კომფორტს

 

კლიენტზე ორიენტირებულობა: ჩვენი კლიენტების წარმატებები - ჩვენი წარმატებებია. ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ ჩვენი კლიენტების მოთხოვნილებები და გამოვიყენოთ ყველა რესურსი იმისათვის,რომ შევთავაზოთ მათ ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებები რომლებიც უზრუნველყოფენ მათ მიერ დასახული მიზნების მიღწევას.

 

ლიდერობა: ჩვენ მივილტვით ლიდერის პოზიციის დასაკავებლად ჩვენი საქმიანობის ყველა სფეროში. ჯგუფში შემავალი სტრუქტურების ხელმძღვანელები თავად იძლევიან საქმისადმი თავდადების, ენთუზიაზმისა და ენერგიულობის მაგალითს. ჩვენი ხელმძღვანელები მიესალმებიან ინოვაციებს, შთააგონებენ ორგანიზაციას "ევო გრუპს" მისიის შესრულებაზე.

 

სამართლიანობა: ჩვენ ვურთიერთობთ ჩვენს კოლეგებთან ურთიერთ პატივისცემისა და ურთიერთ თანადგომის, თანამშრომლობის, ნდობის და კორპორატიული სოლიდარობის პრინციპების დაცვით. ჩვენ მივესალმებით იდეების თავისუფალ გაცვლას, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას.

 

პროფესიონალიზმი: ჩვენ მივილტვით პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტებისაკენ, მივესალმებით ინოვაციებს და ახალ იდეებს, ვართ თანმიმდევრულები ჩვენს გადაწყვეტილებებში. ჩვენ კეთილინდისიერად, დროულად და საუკეთესო პირობებით ვახორციელებთ ჩვენი კლიენტების მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს მათთან მჭიდრო და ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

 


View Evo in a larger map