26.01.2016 ევოექსპო #1

2016 წლის 26 იანვარს, თანამედროვე ხელოვნების მოყვარულები "IMG Plaza"-ს დარბაზში შეიკრიბნენ, სადაც მოქანდაკე ლევან ყიფშიძემ და "ევო გრუპი"-მ შემოქმდებითი საღამო გამართეს.

გამოფენის კონცეფცია ქადაკების, არქიტექტურისა და დიზაინის ურთიერთშერწყმის ახლებური ტენდეციების ჩვენებას ემყარება. შემოქმედებით ჯგუფს სურს, ქართველმა დამთვალიერებელმა გაიცნოს ის ქართველი ხელოვანი, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს XXI საუკუნის მსოფლიო ურბანული განვითარებისა და ახალი სახელოვნებო მიმართულებების გათვალისწინებით ქმნიან.

დარბაზში გამოფენილი პოსტმოდერნისტულლ ქანდაკებებთან ერთად სტუმრებმა იხილეს პლანშეტურ სტენდებზე წარმოდგენილი "ევო გრუპი"-ს მიერ განხორციელებული არქიტექტორულ-დიზაინერული პროექტები, რომლებიც ინტერიერსა და ექსტერიერის დზაინის ორიგინალური მხატრვრულ-შემოქმდებითი გააზრებით გამოირჩევა.


View Evo in a larger map