პირველი კერძო ობსერვატორია


დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაზალეთში შენდება პირველი კერძო ობსერვატორია.

6 ტელესკოპზე გათვლილი ობსერვატორია ძირითადად სასწავლო-საგანმანათლებლო დანიშნულების იქნება.  დაინტერესებული მსურველებისათვის ჩატარდება ტრენინგები, შესაძლებელი იქნება სკოლებიდან ექსკურსიების მიღება. 

ასევე ობსერვატორიას გააჩნია დამოუკიდებელი საცხოვრებელი შენობა, რომელიც ობსერვატორიის შენობასთან ერთად თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუშია.

პროექტზე მუშაოებენ გამოცდილი ოსტატები და მენეჯერთა გუნდი, რომლის შედეგადაც პროექტი ხორციელდება ყველა თანამედროვე ხარისხის დაცვით.

არქიტექტურულ ნაწილზე იმუშავა INstudio-მ, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ევოგრუპი.

პროექტი დასრულდება 2017 წლის ბოლოს.


View Evo in a larger map