პანოკაზა - ინტერიერი

შენობა 2 სართულიანია, საერთო ფართობით 567 კვ.მ საიდანაც 172 კვ.მ საცხოვრებელი ფართია, 350 კვ.მ საზაფხულო ტერასები , 36 კვ.მ ღია საცურაო აუზი ხოლო კვ.მ დამხმარე ფართია. ქვემოთ მოცემულ ფოტოვიზუალიზაციაში და პროექტში ჩანს, რომ შენობის არქიტექტურა მინიმალისტურია . ძირითად სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალას ბეტონის, ხისა და შუშის ჰარმონიული სინთეზი წარმოადგენს. შენობის ხიბლი და არქიტექტურული ჩანაფიქრი არის განპირობებული ამ სინთეზით და მისი მართკუთხა ფორმით, რომელიც ბეტონის ჩარჩოში ჩასმულ ხის ოთხკუთხა ყუთს მოგვაგონებს. შენობის გარე გარსის მაქსიმალური გაბარიტული ზომები 24.70 მ - 10 მ -ია, სიმაღლე ნულ ნიშნულს ზევით კი 6.40 მ .

ინტერიერი შესრულებულია მაღალი ხარისხის სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალებით. სახლში მრავალი დეტალი წარმოადგენს ექსკლუზიურ დიზაინს. ინტერიერში ძირითად მასალებს წარმოადგენს ბუნებრივი მასალები.


View Evo in a larger map