ჯეოასტრო - პირველი კერძო ობსერვატორია

თანამედროვე და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტი, კერძო ობსერვატორიის შენობით (მოძრავი სახურავით, ზომით: 9მX5მ) განხორციელებულია დუშეთის რაიონ, სოფელ უნდილაანთკარში.

საცხოვრებელი სახლი ერთ სართულიანია და მიწის ზედაპირიდან აწულია 45 სმ-ით. კონსტრუქციული თვალსაზრისით შენობა წარმოადგენს კარკასულ ნაგებობას, რომლის გარე კონტურზე გათვალისწინებულია სამშენებლო ბლიკი (20/20/40 სმ).

შენობის ფასადის მოსაპირკეთებულია ხის ფაქტურიანი კერამოგრანითით და ბუნებრივი ბეტონის ფაქტურით, რომელიც წარმოადგენს შენობის არქიტექტურულ ერთგვარ ჩარჩოს. შენობას გააჩნია 360 კვ.მ სახურავის ღია ტერასა.

ინტერიერი შესრულებულია ექსკლუზიური დიზაინის მიხედვით სადაც გამოყენებულია მაღალი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალებით, ექსკლუზიური ავეჯით (ნატურალური ბუნებრივი მუხის ხის მასალა) და აქსესუარებით.

ინტერიერი შესრულებულია ლოფტ სტილში და მასზე იმუშავა ჩვენმა პარტნიორმა არქიტექტორულმა კომპანია "IN Studio"-მ.

პროექტი მთლიანად განხორციელებულია ჭკვიანი (smart) სახლის ტექნოლოგიებით, მათ შორის დისტანცირებულად ხდება შენობასთან განთავსებული ობსერვატორიის შენობის სახურავის (ზომით 9მX5მ) რობოტიზირებულად მოძრაბა (გახსნა და დაკეტვა)

საცხოვრებელი სახლის განსხვავებულ არქიტექტურასთან ერთად გააჩნია არასტანდარტული ჭერის სიმაღლე (3.4მ) და ურიგელო მონოლითური გადახურვის ფილა, რომელიც გამორჩეულ ინტერიერს ქმნის განსხვავებული ბეტონის ფაქტურასთან ერთად.

საცხოვრებელ შენობაში განთავსებულია: 3 საძინებელი, 3 აბაზანა, 1 ტექნიკური ოთახი და დიდი სტუდიო მისაღები ოთახი მასში განთავსებული სამზარეულო სივრცით.

ევოსპეისის გუნდი მადლობას უხდის დამკვეთს გაწეული ნდობისთვის, რათა შეგვესრულებინა ეს ურთულესი გამოწვევა.

იცხოვრეთ კომფორტში 


View Evo in a larger map