35 კვ.მ ბინა / ეკონომ რემონტი
წარმოგიდგენთ, ჩვენს მიერ კიდევ ერთ დასრულებულ პროექტს ბელიაშვილის ქუჩაზე (თბილისი).
ბინა 35 კვ.მ-ია და მოიცავს სტუდიო მისაღებ ოთახს, საძინებელს და აბაზანას. ბინის დიზაინზე იმუშავა ჩვენმა ჯგუფმა და სარემონტო მასალები შესრულებულია ეკონომიური (ბიუჯეტური) შერჩევით. პროქტის ღირებულება მწვანე კარკასიდან 330 ₾ X 1 კვ.მ + ავეჯი და აქსესუარები.
ინტერიერის ძირითად ფერებს წარმოადგენს ნეიტრალური ფერები, რომელბიც გახალისებულია ხის თბილი კონტრასტული ელემენტებით და სტრიტ არტის მხატვრობით. საცხოვრებელი სივრცე მთლიანად მორგებულია ფუნქიონალურ კომფორტზე და არ არის გადატვირთული სხვადასხვა ავეჯით თუ აქსესუარებით. მისაღებ სივრცეში ჭერი შენარჩუნებულია როგორც ბეტონის ზედაპირი და დამუშავებულია სპეციალური საშუალებებით.

View Evo in a larger map