Loft ბინა @ ფალიაშვილზე

წარმოგიდგენთ კიდევ ერთ დასრულებულ ჩვენ პროექტს ვაკეში,  ფალიაშვილის ქუჩაზე. ბინის დიზაინი გადაწყვეტილია Loft სტილით, მის დიზაინ ელემენტებს წარმოადგენს, ხის, მეტალის და ბეტონის ფაქტურების ერთობლიობა, რის გამოც ბინას გააჩნია ლოფტ ვიზუალი. ბინა 4 ოთახიანია, 3 საძინებლით და სტუდიო ტიპის მისაღები ოთახით და ღია სამზარეულოთი. საცხოვრებელ სივრცეს გააჩნია 2 აბაზანა 1 სათავსო ოთახი და 2 აივანი. ბინაში წარმოგენილი ავეჯი შექმნილია ჩვენი გუნდის მიერ დამკვეთის შთაგონებით. ინტერიერის დიზაინზე და მის განხორციელებაზე იზრუნა ევოსპეისმა.


View Evo in a larger map