პირველი კერძო ობსერვატორია
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაზალეთში შენდება პირველი კერძო ობსერვატორია.
6 ტელესკოპზე გათვლილი ობსერვატორია ძირითადად სასწავლო-საგანმანათლებლო დანიშნულების იქნება. დაინტერესებული მსურველებისათვის ჩატარდება ტრენინგები, შესაძლებელი იქნება სკოლებიდან ექსკურსიების მიღება.
ასევე ობსერვატორიას გააჩნია დამოუკიდებელი საცხოვრებელი შენობა, რომელიც ობსერვატორიის შენობასთან ერთად თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუშია.
პროექტზე მუშაოებენ გამოცდილი ოსტატები და მენეჯერთა გუნდი, რომლის შედეგადაც პროექტი ხორციელდება ყველა თანამედროვე ხარისხის დაცვით.
არქიტექტურულ ნაწილზე იმუშავა INstudio-მ, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ევოგრუპი.
პროექტი დასრულდება 2017 წლის ბოლოს.